“ბეტისმა” “ბურგოსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 71:74 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20:04 წუთი გაატარა, რაც წლეულს მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 4 ქულას 7 მოხსნა წაამატა. ბურჯანაძემ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ თამაშის წესები 2-ჯერ
მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჯეიკობ ვილი იყო, რომელმაც თებერვლის ბოლოს საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ორივე საკვალიფიკაციო მატჩში ითამაშა, თუმცა დიდად გამორჩეული არ ყოფილა. ამჯერად, ვილიმ 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
"ბეტისმა" 6 მოგების წილ მე-15 მარცხი განიცადა, წინ სწორედ "ბურგოსი" გაუშვა და ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. ბურჯანაძის კლუბი უსაფრთხო ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება და უდავოა, რომ მთავარი ბრძოლები ჯერაც წინ ელის. "ბეტისი" მომდევნო მატჩს 13 მარტს ბარსელონაში ჩაატარებს.
GBF.GE