მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ სეზონის ბოლომდე კონტრაქტი ბოლონიურ "ვირტუსთან" გააფორმა.
როგორც Corriere Bologna იტყობინება, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ქართველი კალათბურთელი ახალ ხელშეკრულებას "ბარსელონასთან" გააფორმებს.
რაც შეეხება თოკოს ამჟამინდელ კონტრაქტს, იტალიური გუნდი შენგელიას ხელფასის სახით 600 000 ევროს გადაუხდის.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით