"ბაქსი" "უორიორსთან" დამარცხდა - სანდროს 3 წუთი და 3 ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 122:109 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან კლეი ტომპსონმა თავი 38 ქულით (8 სამქულიანი), 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

ჯორდან პულმა აქტივში 30 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

"მილუოკის" შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 3 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა (1 სამქულიანი) და 1 მოხსნა დააგროვა.

იანის ანტეტოკუმპომ გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "გოლდენ
სტეიტი" 46 მოგებითა და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 15 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ბაქსი" 42 გამარჯვებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს იმავე 15 მარტს, "იუტა ჯაზის" პირისპირ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული