ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 122:109 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან კლეი ტომპსონმა თავი 38 ქულით (8 სამქულიანი), 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
ჯორდან პულმა აქტივში 30 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
"მილუოკის" შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 3 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა (1 სამქულიანი) და 1 მოხსნა დააგროვა.
იანის ანტეტოკუმპომ გუნდს 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "გოლდენ სტეიტი" 46 მოგებითა და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 15 მარტს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბაქსი" 42 გამარჯვებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს იმავე 15 მარტს, "იუტა ჯაზის" პირისპირ გამართავს.