This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
თორნიკე შენგელია "ვირტუსში" სადებიუტო მატჩში თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო.
ევროთასზე B ჯგუფის მე-15 ტურში "ვირტუსი" საკუთარ მოედანზე 74:86 დამარცხდა ლიუბლიანის "ცედევიტა ოლიმპიასთან".
შენგელიამ 21:22 წუთში 14 ქულა (9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 1-დან 0 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 18 შეადგინა.
შეგახსენებთ, თორნიკემ ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და 30 ივნისამდე "ვირტუსში" ითამაშებს.
ბოლონიური გუნდი 8 მოგებით მე-5 ადგილზეა და 23 მარტს საბერძნეთში აუტსაიდერ "პრომითეასს" დაუპირისპირდება.