შენგელიას შედეგიანი თამაში - მხოლოდ უიმსს ჩამორჩა [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ იტალიურ “ვირტუს ბოლონიაში” მე-4 მატჩი გამართა. მორიგი შეხვედრა იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის ეგიდით იყო. ბოლონიელებმა "რეჯანას" უმასპინძლეს და 78:70 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 25 წუთში გუნდს 15 ქულა მოუტანა. ამ მაჩვენებლით თორნიკე მოედანზე მხოლოდ თანაგუნდელ კაილი უიმსს ჩამორჩა (26 ქულა).
ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრაც. თორნიკემ თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
ვირტუსს 19 მოგება და 3 მარცხი აქვს, ზუსტად ასეთივე შედეგი აქვს პირველ ადგილზე მყოფ "ოლიმპია მილანოს". 3 აპრილს თორნიკე შენგელიას გუნდი პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ "ტრიესტეს" ესტუმრება.