ბითაძემ გასული სეზონის საუკეთესო კალათბურთელთან კარიერის გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძის პროგრესი ბოლო პერიოდში შესამჩნევია. კარგა ხნის მანძილზე სათადარიგო ქართველი სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა და "ინდიანა პეისერსის" ერთ-ერთი წამყვან მოთამაშედ იქცა. ბოლო პერიოდში მას შედეგიანობა არ აკლდა, თუმცა გასულ მატჩში, გვარიანი პაუზის შემდეგ, საკუთარი სტატისტიკა ორმაგი დუბლით გამოსახა.

მორიგ მატჩში "ინდიანამ" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა, სადაც სახელგანთქმული სერბი ცენტრი (გასული სეზონის MVP) ნიკოლა იოკიჩი ბობოქრობს. სწორედ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან მოუწია ბითაძეს პაექრობა და საკმაოდ მაღალი შედეგიანობის დაფიქსირება. 33 წუთში ქართველმა ცენტრმა 17 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და
1 ჩაჭრა მიითვალა. იოკიჩმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო და 37 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. დაკარგვებით იოკიჩმა ბითაძეს გვარიანად “აჯობა”: 9 დაკარგვა 3-ის წინააღმდეგ.

საინტერესო იყო მესამე პერიოდის შუაწელში ბითაძის იოკიჩზე დაფარება. მეორე ბლოკი ქართველმა ცენტრმა აარონ გორდონზე განახორციელა. გოგამ 9-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ბოლო პერიოდის წინა ანგარიში თანაბარი იყო და ბითაძე ბოლო წუთებზე მოედანზე იყო, რაც მისადმი მწვრთნელის ნდობის გამოხატულების მყარი არგუმენტია. სამწუხაროდ, "ინდიანა" "დენვერთან" საბოლოოდ დამარცხდა – 118:125. ბითაძეზე მეტი "ინდიანაში" მხოლოდ ბადი ჰილდმა მოაგროვა – 20 ქულა. საუკეთესოდ კი ტაირის ჰალიბარტონი დასახელდა, რომელმაც 15 ქულა, 12 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

25 მოგებითა და 52 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. 5 მატჩიც და "ინდიანასთვის" 2021-22 წლების სეზონი დასრულდება. შემდეგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 2 აპრილს "მინესოტასთან" ელის, სადაც ქართველ ცენტრს ნბა-ს კიდევ ერთი ტიტანი, კარლ-ენტონი თოუნსი ელოდება.

gbf

altბითაძე მაგარ ფორმაშია - "ინდიანამ" "სან ანტონიოს" მოუგო [VIDEO]

altბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ქართველი "ვაშინგტონის" კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
9 დან 3 შედეგიანი ორქულიანი როდის მერე ითვლება წარმატებულ თამაშად?..
mirosan
31 მარტი 2022 18:07
2
ეს არი ნამდვილი ქართული ხასიათი! ბოლომდე ბრძილა ხელები არ ჩანოუშვა ეტყობა რომ ბევრს შრომობს და ყოველდღიურად უმატებს ვამაყობთ შენით. წარმატებები და კიდე უფრო მეტი შრომა არ ითაკილო აიყვანე პირადი მწვრთნელი გაიხსენე ნოვიცკის მაგალითი ვარჯიშის დანთავრების შემდეგ როცა 3 საათზე მეტხანს გრძელდებოდა ის კიდე ერთი საათი რჩებოდა და სამქულიანებს ესროდა პროფესიონალიზმი აი რაც გვაკლია ქართველებს ყოჩაღ კარგი მაგალითი ხარ ახალგაზრდებისთვის დაიმკვიდრო ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში და კონკურეცია გაუწიო ისეთ ვარსკვლავებს როგორიც იოკიჩია და ბევრი სხვა ნამდვილად საქებარი საქმეა უფალი გფარავდეს ასახელე სამშობლო და ოჯახი ყველა ქართველი გულით და სულით გგულშემატკივრობს და ხარობს შენი წარმატებებით.P.S.თავში რომ არ აგივარდა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა.
კახა
31 მარტი 2022 16:48
1
გოგა ან პირველ ცენტრად დარჩება
ან სხვაგან გადავა
ტერნერი შედეგიანობით ვეღარ აჯობებს
დამთავრდა
თენგო
31 მარტი 2022 13:26
1
როგორც მთელმა გუნდმა გოგომაც თავიდან სუსტად დაიწყო. მაგრამ მნიშივნელოვანი ქულები, პასები, დაფარებები და სწორად შერჩეული პოზიცეიბი ჰქონდა თამაშის შუაწელში როცა ინდიანამ დაქაჩა თამაში. დრო ეძლევა და იყენებს კიდევაც, მერამდენე თამაშია უკვე 10 ქულაზე მეტს რაც აგროვებს, ბოლო თამაშებში საშუალოდ 16.6 ქულა აქვს. წარამტებები გოგას. შენი თამაშის საყურებლად გვიწევს ღამის თენებები :)
88
31 მარტი 2022 12:46
1
ჩემი აზრით, გოგა კარგად იყენებს შანსს ტერნერის და ჯეკსონის არყოფნაში. იმედია მომავალ წელს, ტერნერის ძირითადი შემცვლელი იქნება. მაგრად ამოქაჩა ბოლო თამაშებში, თორემ კინაღამ გუნდის მე4-5 ცენტრად მიექანებოდა
გელა
31 მარტი 2022 11:48
0

სიახლეები პოპულარული