ბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ქართველი "ვაშინგტონის" კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:123 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 20 ქულითა (7/7) და 6 მოხსნით გამოიჩინა. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია მე-2 მეოთხედი, რომელშიც ჩვენებურმა 15 ქულა ჩააგდო.

მალკომ ბროგდონმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დედაქალაქელთა მხრიდან კრისტაპს პორზინგისმა გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა.

კაილ კუზმამ აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად,
"ინდიანა" 22 მოგებითა და 44 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 9 მარტს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ვიზარდსი" 29 გამარჯვებითა და 34 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს 10 მარტს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
დააკვირდიᲗ,როცა ასეᲗი საქებარი სტატია დაიწერება,ხომ ᲨეხედეᲗ Შემდეგ ᲗამᲨსს რა იქნება,ვამბობ კიდევ და კიდევ ქება და ცამდე აყვანა არ უხდებაᲗ Ჩვენს ლეგიონერებს,ცოტა ფრᲗხილად უნდა ვიყოᲗ...იᲗამაᲨა კარგია აბა რა უნდა ქნას მაგიტიმ არის იქ რომ უნდა განვიᲗარდეს ვაა
მოქალაქე
21:49 07-03-2022
0
წელს თავდაჯერება მოემატა აშკარად, ფიზიკაშიც მოუმატა და, მგონია, რომ ყველაფერი კარგად ექნება! ყველა ვგულშემატკივრობთ ამ კარგ ბიჭს! წარმატებები ნბა-შიც და საქართველოს ნაკრებშიც!
მასტერს
16:31 07-03-2022
0

სიახლეები პოპულარული