თორნიკე შენგელიათი "ბარსელონა" დაინტერესდა

AutoSharing Option
pianetabasket-ის თანახმად, დიდი ალბათობით, თორნიკე შენგელია ზაფხულში იტალიიდან ესპანეთში, კერძოდ, "ბარსელონაში" გადავა.

"ბარსელონასა" და ბრენდონ დევისს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერების" შემადგენლობაში გატარებული 3 წლის შემდეგ ამერიკელ-უგანდელი სპორტსმენი კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალში", "ეფესში" ან "ოლიმპიაში".

არშემდგარი მოლაპარაკების მიზეზი ფულია. კალათბურთელი ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს იღებს, "ბარსელონას" კი სურს, რომ ხარჯები შეამციროს ისევე, როგორც ეს გააკეთა ჰიგინსთან და აპირებს მიროტიჩთან და ლიეტუველ მთავარ მწვრთნელთან.

ამიტომ გუნდი შენგელიას აკვირდება, რომელიც ცსკა-დან წამოვიდა და კარიერას "ვირტუს ბოლონიაში"
აგრძელებს" - წერს pianetabasket-ი.


მკითხველის კომენტარები / 3 /
უდიდესი წარმატებები თოკოს...
ვახო...
18:26 07-04-2022
2
დაინტერესდა კი არა დიდი ხანია ამაზე მიდის საუბარი.თოკო ზაფხულში ბარსელონას კალათბურთელი გახდება!
აბგდ
17:31 07-04-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული