სანდრომ NBA-ში კარიერის მატჩი ჩაატარა - ახალი ქართული რეკორდი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 133:115 დაამარცხა.

სტუმართა რიგებიდან ლიდერების არყოფნაში სანდრო მამუკელაშვილმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 28 ქულით (10/18), 13 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ "კავალიერსის" უპირატესობა ერთ მომენტში 40 ქულაც იყო. ჩვენებურის თაოსნობით მოქმედმა ჩემპიონებმა სხვაობა 12 ქულამდეც შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. სანდროსთვის ხსენებული 28 ქულა კარიერაში საუკეთესო (NBA-ს) შედეგია. აქამდე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველები
დან შედეგიანობის რეკორდი ზაზა ფაჩულიას ეკუთვნოდა - 27.

"მამუს" მხარი თანასის ანტეტოკუნმპომ
(27) და ჯორდან ნვორამ (24) აუბეს.

რაც შეეხება "კლივლენდს", მასპინძელთა მხრიდან კევინ ლავმა გუნდს 32 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ბაქსი" 51 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე გავიდა, "კავალიერსი" კი 43 გამარჯვებითა და 38 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-8 პოზიციას დასჯერდა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოკლედ ამ ხალხის მოსაწონი ვერა და ვერ გაკეთდა რა....ისე იძახიან,თითქოს ეროვნულ ჩემპიონატში გაეკეთებინოს
კახა ქ.
15:47 11-04-2022
3
საჩვენებელი არაფრით არ იყო
ლიდერები არ თამაშობდნენ, უბრალოდ
თენგო
14:57 11-04-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული