დუდა სანაძის 9 ქულა "ბუდუჩნოსტთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის “ბორაცი” ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში სტუმრად “ბუდუჩნოსტს” შეხვდა და 73:97 დამარცხდა. მონტენეგროული გუნდი ლიგის ერთ-ერთი ლიდერია, სანაძის გუნდი კი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და დარჩენილ 3 ტურში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.

ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22:29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში დუდამ 9 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. სანაძემ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. სერბულ კლუბში ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, მარკო პეჩარსკიმ, 14 ქულა ჩააგდო, “ბუდუჩნოსტში” კი
18 ქულით საუკეთესო დენის სილი იყო.

“ბირაცს” 8 მოგება და 15 მარცხი აქვს და 14-გუნდიანი ლიგის მე-13 ადგილზე იმყოფება. რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ 3 მატჩს სანაძის გუნდი “ოლიმპიასთან”, “მორნართან” და “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული