მაკფადენის 18 ქულა და გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
თად მაკფადენის მორიგი შედეგიანი მატჩი ესპანეთში. ლიგა ენდესას 32-ე ტურის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის გუნდმა “მურსიამ” “ობრადორიოს” უმასპინძლა და 98:80 დაამარცხა.

მაკფადენმა კი მოედანზე 18:27 წუთი გაატარა და 18 ქულა (მასპინძელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი), 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 4-დან 3 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

"მურსიამ" 15 მარცხის წილ მე-16 გამარჯვება იზეიმა და საპლეიოფო რვეულში დაბრუნდა. მაკფადენის კლუბი მომდევნო შეხვედრას
8 მაისს, ისევ შინ, “ხუვენტუდთან” ჩაატარებს.

gbf

altშერმადინმა ესპანეთში ისტორიული შედეგი გაიმეორა: მეათედ გახდა თვის MVP [VIDEO]

altდუდა სანაძემ ადრიატიკის ლიგის სეზონი გამარჯვებით და 10 ქულით დაასრულა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული