გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ წინახაზელმა გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. იგი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

ესპანური ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მასთან ერთად სიმბოლურში მოახვედრა მარსელინიო უერტასი ("ტენერიფე"), ნიკო ლაპროვიტოლა ("ბარსელონა"), ძანან მუსა ("ბრეოგანი") და ჩიმა მონეკე ("მანრესა").

საიტზე გიორგის შესახებ საინტერესო რამ წერია: "ქართველმა ცენტრმა მორიგი დიდებული სეზონი ჩაატარა და სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (21.5), ზუსტ ორქულიანებსა (5.1) და საჯარიმოებში (5.0) მე-2 იყო. გარდა ამისა, მე-3 ადგილზე გავიდა საშუალოდ ჩატენვებში (1.6), მე-5 იყო ქულებით (15.2), მე-6 – დაცვაში მოხსნებში (4.1), საშუალო
პლუს/მინუს მაჩვენებელი კი +3.8 (მე-18) აღმოაჩნდა. გიორგი ტურის საუკეთესო კალათბურთელი 4-ჯერ გახდა“.

ასევე გაირკვა ესპანური ლიგის რეგულარული სეზონის ახალი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “რიო ბრეგანის” ბოსნიელი ფორვარდი ჯანან მუსა გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გიორგი შერმადინიც გახლდათ, რომელმაც MVP-ის ტიტული 2021 წლის მაისში მოიგო.

gbf

altშერმადინმა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი გამარჯვებით დახურა

altგულშემატკივართა გამოკითხვა ვერ მოიგო, თუმცა შერმადინი MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
მუსას გადასცეს წლის MVP-ის ჯილდო და მთელი ქალაქი გამოვიდა გარეთ დაჯილდოებაზე,სამწუხაროდ გიოს არ აქვს მსგავსი დაფასება ტენერიფეს გულშემატკივრებისგან,მიუხედავათ იმისა რო მარტო დაათრევს გუნდს, არც კი უაქტიურიათ ხმის მიცემის დროს
სოსო
16 მაისი 2022 18:25
0
ბოსნიელი მუსა პირველ სეზონს ატარებს ლიგა ენდესაში დაპირველივე წელს გახდა სეზონის MVP,გიოს ტენერიფეს გულშემატკივარმაც არ დაუჭირა მხარი,გიომ და მარსელინიომ ათრია გუნდი მთელი წელი,არც ლიგის მოთამაშეებმა მისცეს ხმა გიოს,მწვრთნელებმა და მედიამ მეორე ადგილზე გაიყვანა,არადა რა კარგი იქნებოდა ზედიზედ მეორეჯერ დასახელებულიყო საუკეთესოდ
ბექა
16 მაისი 2022 15:58
0

სიახლეები პოპულარული