მამუკელაშვილი კვლავ გამორჩეულია - 19 ქულა, 6 მოხსნა და მორიგი გამარჯვება საზაფხულო ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს საზაფხულო ლიგა გრძელდება. დღეს, გამთენიისას, "მილუოკი ბაქსმა" "დალას მავერიქსი" 100:89 დაამარცხა.

გამარჯვებულთა მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა. ამ დროში სანდრომ 19 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, სანდრომ წინა შეხვედრაში "სელტიკსს" 28, ხოლო "ბრუკლინს" 17 ქულა ჩაუგდო. ლას-ვეგასში გამართულ ტურნირზე "ირმებს" სამი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სასტარტო:ბითაძე,შენგელია, მამუკელაშვილი, მაკფადენი, სანაძე.
შეცვლა: შერმადინი, ბექაური, ბურჯანაძე, ჟინჭარაძე, ანდრონიკაშვილი.
პირველი გუნდი უფრო შემტევია, მეორე უფო დამცველი და ჩამშლელი, ნუ მათ გარდა კიდევ მოიძებნება 2-3 ნორმალური დონის კალათბურთელი (ბოქოლიშვილი, ბერიშვილი ცინცაძე) ვინც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს მთავარ ბიჭებს. ასეთი გრძელი და სრულფასოვანი სკამი როდის გვქონდა.
მინდია
15:24 15-07-2022
0
უკვე აღარ ვიცი სასტარტოს 4 ნომერი თოკო უნდა იყოს თუ მამუ, თოკოს რომ უკეთესი მაჯა ქონდეს 3 შეიძლებოდა.
რრრ
14:58 15-07-2022
1

სიახლეები პოპულარული