სანდრო მამუკელაშვილმა საზაფხულო ლიგის საუკეთესოებში მე-4 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი "მილუოკი ბაქსში" წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს.

სანდრომ საზაფხულო ლიგაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისგან აღიარებაც დაიმსახურა. საუკეთესო მოთამაშეთა სიაში მამუკელაშვილმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

nba.com სანდროს ჩატარებულ პერფორმანსებს ეხმაურება:

"ახალი სახელი, რომელმაც საზაფხულო ლიგაზე გაიჟღერა. სანდრო მამუკელაშვილი 54-ე ნომერი 2021 წლის დრაფტზე. ქართველი საზაფხულო ლიგაზე "ბაქსის" ლიდერი იყო. სანდრომ "ბოსტონ სელტიკსთან" 28 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, თუმცა მისი გუნდი დამარცხდა. წარმატებული სვლა გაგრძელდა "მინესოტასთანაც", ქართველმა ორმაგი დუბლი შეასრულა 18 ქულითა და 15 მოხსნით. მამუკელაშვილი საშუალოდ 20.5
ქულას და 8.8 მოხსნას აგროვებს, სროლის პროცენტი კი 48.1-ს შეადგენს. 23 წლის კალათბურთელის აგრესიული თამაშის სტილი იდეალურად შეესაბამება "მილუოკის" კულტურას".

შეგახსენებთ, საზაფხულო ლიგაზე "ბაქსის" გამოსვლა გუშინ "ტორონტოსთან" (69:80) მარცხით დასრულდა.

alt"საზაფხულო ლიგა უკეთესი გახადა..." - უცხოური გამოცემა მამუკელაშვილის თამაშს ეხმაურება

altმამუკელაშვილი კვლავ გამორჩეულია - 19 ქულა, 6 მოხსნა და მორიგი გამარჯვება საზაფხულო ლიგაში [VIDEO]

altმამუკელაშვილს ვეღარ აჩერებენ - 18 ქულა, 15 მოხსნა და გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული