მაკფადენის 28 ქულა და პირველი გამარჯვება ესპანურ ლიგაში

AutoSharing Option
თად მაკფადენმა ესპანეთის ახალდაწყებულ ჩემპიონატში გაიბრწყინა. ლიგა ენდესას მე-2 ტურის მატჩში საქართველოს ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გუნდი სტუმრად “სარაგოსას” შეხვდა და დამაჯერებლად (81:64) რომ იმარჯვა, სწორედ მაკფადენის დამსახურებაა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 28 ქულა ჩააგდო, რითაც პირად ესპანურ რეკორდს 1 ქულით მიუახლოვდა.

მატჩის გმირი ქართველი ლეგიონერი იყო – 28 ქულა (აქედან 6 სამქულიანი), 4 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი, 28 მარგი ქმედების კოეფიციენტი, +19 – ასეთია თადის სტატისტიკა ამ მატჩში. ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა მის თამაშს ბრწყინვალე უწოდა.

“მურსიამ ჩემპიონატში პირველად მოიგო ბრწყინვალე მაკფადენის
წყალობით. ის განსაკუთრებით საოცარი პირველ ტაიმში იყო. მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა, მერე კი მისი გუნდი სარაგოსასთვის მიუღწეველი აღმოჩნდა”. მაკფადენმა 3-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო და 9-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28 შეადგინა და მას აქვს შანსი, ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდეს.

გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის “ტენერიფემაც”, რომელმაც ლიგის დებიუტანტ “ხირონას” უმასპინძლა და 76:67 სძლია. შერმადინმა ტრავმის გამო არ ითამაშა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეჰ,ტედ,ასეთი ფორმა,1 თვის წინ გვჭირდებოდა!
სოსო
03 ოქტომბერი 2022 13:31
0
როდის უნდა გახსნოდა და როდის გაეხსნა, იმედია ისლანდიამდე არ დაეხურება.DDDDDDDDD
ტტტ
03 ოქტომბერი 2022 00:01
0
ეს თამაში ამ სტატიის დადებამდე 24 საათიდ ადრე მორჩა აი ბარსას თამაშის დამთავრებიდან 5 წუთში სტატია დადეთ ვისაც არ გჯერატ გადაამოწმეთ მარტივად გასაგებია რო ხვიჩას საოცარი სეზონი აქ მაგრამ მის ფონზე სხვა ნაკრების წევრების წარმატება აღარ არის თქვენი ლოგიკით საინტერესო ნამდვილად არამგონია ტედის 28 ქულაზე მეტად საინტერესო სიომინის ან სხვა რუსების აზრი იყოს სანტერესო
ნოდო
02 ოქტომბერი 2022 22:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული