Fiserv Forum-ზე გამართულ მატჩს 13 ათასამდე ქომაგი დაესწრო, თამაში კი ისე მიდიოდა, რომ "მილუოკის" გამარჯვება უნდა ეზეიმა, მაგრამ ბოლო მეოთხედი 26:41 წააგო და დამარცხებას ვერ გადაურჩა.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სანდრომ 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "ბაქსის" ბერძენ ვარსკვლავ იანის ანტეტოკუნმპოს, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მასპინძლები სუსტი შემადგენლობით იყვნენ. მოედანზე ვიხილეთ ბრუკ ლოპესი, ბობი პორტისი, ჯრუ ჰოლიდეი, გრეისონ ალენი, სერჟ იბაკა და სხვები.
მამუკელაშვილის კლუბი სეზონის სტარტამდე კიდევ ოთხ მატჩს ჩაატარებს, განრიგი კი ასეთია: 6 და 8 ოქტომბერს – "ატლანტასთან", 12 ოქტომბერს – "ჩიკაგოსთან", ხოლო 13 ოქტომბერს – "ბრუკლინთან".
GBF