ფევაძის 17 ქულა და "ლაგუნას" მორიგი მარცხი რუმინეთში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ალექსანდრე ფევაძის გუნდი ლაგუნა შარკსი რუმინეთის ჩემპიონატში თამაშს თამაშზე აგებს, თუმცა ქართველი ფორვარდი კი პირადი სტატისტიკით ერთ-ერთი გამორჩეულია. გასულ მატჩში ფევაძე ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, როცა ლაგუნდა ბუქარესტის დინამოსთან 51:88 დამარცხდა.

ფევაძე მატჩში 17 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სარგებლიანიც გახდა. გასულ 3 ტურში ალექსანდრეს ჯამში46 ქულა აქვს ჩაგდებული.

ლაგუნა შარკსმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და ჩემპიონატის B ჯგუფში მე-7 ადგილს იკავებს. ფევაძის კლუბი მომდევნო ტურში ბუქარესტის სტიაუას შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია ფევაძეზე რომ წერთ, მაგრამ ბითაძეზე რატომ აღარაფერს ამბობთ?
მთ
10:19 17-10-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული