
"ცხუმ-აფხაზეთის" კალათბურთელ ფევაძეს ბოლო დროს ეროვნულ ნაკრებში მუდმივად იწვევენ, საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო შეხვედრა კი ფინეთში ჰქონდა, როცა მის ანგარიშზე 11 ქულა იყო, საქართველოს ნაკრებმა კი 6-ქულიანი სხვაობით (91:85) გაიმარჯვა.
206 სმ სიმაღლის კალათბურთელის ახალი გუნდი უახლოეს მატჩში, 10 სექტემბერს, "ალგინეტს" ესტუმრება.
შეგახსენებთ, "გრან კანარიაში" (ოღონდ, მთავარ გუნდში) გასულ სეზონში ბექა ბურჯანაძე გამოდიოდა.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრად "სპორტალში" [VIDEO]