"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
Sports Illustrated-ის ცნობით, „ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძეს 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი არ გაუგრძელა. ეს მოულოდნელი არ იყო, ვინაიდან გუნდში მესამე ცენტრია და გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

„ინდიანა პეისერსის“ მწვრთნელმა რიკ კარლაილმა განაცხადა, რომ ბითაძე ნიჭიერი მეხუთე ნომერია, თამაშის რიტმს გრძნობს, სროლაც ეხერხება, პასიც, ბლოკის დაყენებაც და ასეთი ცენტრი ხეზე არ ასხია.

გოგა ინდიანურ გუნდში 2019 წლის დრაფტის შემდეგ მოხვდა. იმედია, ახალ სეზონში თავს გამოიჩენს და NBA-ს ისეთ კლუბში გადავა, სადაც საკმარისი სათამაშო დრო ექნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბითაძე და ინდიანა, ერთმანეთისთვის არათავსებადი მოცემულობა. მის მწვრთნელებზე აღარაფერს ვამბობ.
გოგას რომ ნიჭი და უნარი აქვს, ეს არაერთგზის აჩვენა NBA-ში. იმედია შესაფერისი გუნდი გამოჩნდება.
ყოჩაღი ოლეგი
18 ოქტომბერი 2022 19:23
1
გოგას ეტყობა მაინც ადრე მოუწია,დრაფტზე გასვლა.მენტალურად ჯერ მზად არ იყო,იქაური გარემოსათვის.ევროპაში,კლუბში მისთვის სასურველი გარემო იყო და ყველა მის განვითარებაზე ზრუნავდა.ამერიკაში კი,უმკაცრესი კონკურენციის პირობებში აღმოჩნდა და თვითონაც ბუნებრივად რბილი ხასიათისას,გუნდში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა.იმედია ახალ კლუბს იპოვის და ინდიანაში მიღებული გამოცდილება,იქ გამოადგება.
სოსო
18 ოქტომბერი 2022 19:00
0
დარაფტის დროს საერთოდ რატომ აირჩიეს მაგ იდიოტებმას როცა სამი ცენტრი ყავდათ უკვე @ არადა რიგში იდგა სან ანტონიო და იქ მაგრა გამოდგებოდა გოგა და მაგრა განვითარდებოდა !
zura222
18 ოქტომბერი 2022 19:43
3
არა უშავს უკეთეს გუნდში გადადი!
ირაკლი
18 ოქტომბერი 2022 21:44
1
ფაქტია რომ გოგასთვის ამერიკა ის ადგილი არარი სადაც ამ ეტაპზე ფრთებს გაშლიდა.
ან ევროპაში უნდა დაბრუნდეს თუნდაც 2 წლით ანდა ჩაიკარგება ენბიეიში. საგრძნობლად თუ არ მომძლავრდა და სათამაშო პრაქტიკა არ ექნა დასრულებულია მისი კარიერა!
ბათუმელი ექსპერტი
18 ოქტომბერი 2022 21:51
7
მახსოვს გოგა ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს, უნდა დარჩენილიყო ერთი წელი ევროპაში და ევროლიგა ეთამაშა
მარი
18 ოქტომბერი 2022 20:51
0
ჰიუსტონში გადადი ან დეტროიტში, ძირითადი ცენტრი იქნები.
ინდიანას დედაც
18 ოქტომბერი 2022 19:54
1
გოგას თამაში ყველაზე უფრო გოლდენ სტეიტს მოუხდება.
simartle
19 ოქტომბერი 2022 06:11
1
ძალიან მინდა გოგა წარმატებული და გამარჯვებული იყოს ნბა-ში, მაგრამ ეჭვი მეპარება მან საკუთარი თამაშის გაუმჯობესება შეძლოს. თუ დაბრუნდება ევროპაში და რომელიმე კარგი გუნდი აიყვანს, მაშინ დიდი შრომის ფასად შეძლებს ევროპის მოწინავე კალათბურთაელთა 12 -ეულში მოხვედრას! თანახმა ვარ ვცდებოდე!
aburjga
19 ოქტომბერი 2022 12:13
3

სიახლეები პოპულარული