"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

AutoSharing Option
Sports Illustrated-ის ცნობით, „ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძეს 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი არ გაუგრძელა. ეს მოულოდნელი არ იყო, ვინაიდან გუნდში მესამე ცენტრია და გაისად თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფს ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.

„ინდიანა პეისერსის“ მწვრთნელმა რიკ კარლაილმა განაცხადა, რომ ბითაძე ნიჭიერი მეხუთე ნომერია, თამაშის რიტმს გრძნობს, სროლაც ეხერხება, პასიც, ბლოკის დაყენებაც და ასეთი ცენტრი ხეზე არ ასხია.

გოგა ინდიანურ გუნდში 2019 წლის დრაფტის შემდეგ მოხვდა. იმედია, ახალ სეზონში თავს გამოიჩენს და NBA-ს ისეთ კლუბში გადავა, სადაც საკმარისი სათამაშო დრო ექნება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მინდა გოგა წარმატებული და გამარჯვებული იყოს ნბა-ში, მაგრამ ეჭვი მეპარება მან საკუთარი თამაშის გაუმჯობესება შეძლოს. თუ დაბრუნდება ევროპაში და რომელიმე კარგი გუნდი აიყვანს, მაშინ დიდი შრომის ფასად შეძლებს ევროპის მოწინავე კალათბურთაელთა 12 -ეულში მოხვედრას! თანახმა ვარ ვცდებოდე!
aburjga
12:13 19-10-2022
3
გოგას თამაში ყველაზე უფრო გოლდენ სტეიტს მოუხდება.
simartle
06:11 19-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული