"სანდრო მამუკელაშვილს არასდროს ავიწყდება, თუ საიდან მოდის, ეს გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა და "სეტონ ჰოლში" თამაშის პერიოდშიც.
"მილუოკის" შემადგენლობაში საზაფხულო ლიგაზე იასპარეზა, სადაც საშუალოდ 17.0 ქულას, 8.8 მოხსნას, 2.4 შედეგიან პასს, 1.4 ჩაჭრასა და 1.0 დაფარებას აგროვებდა.
"როდესაც საზაფხულო ლიგის დრო დადგა, ვიცოდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩემთვის, გარანტირებული არაფერი მქონდა, ასეთ დროს თავდაჯერებული უნდა იყო და დაამტკიცო, რომ აქ ყოფნას იმსახურებ" - განაცხადა სანდრომ.
შემდეგ
"გარშემო მთელი ოჯახი მყავდა, ყველა ჩემი მეგობარი. არასდროს განმიცდია, თუ როგორი გრძნობაა, როდესაც 10 000 ადამიანი შენს თამაშს ელოდება. მოედანზე წარმოუდგენელი მხარდაჭერა ვიგრძენი.
იანისი ჩემი მენტორია, ძალიან თავმდაბალი ადამიანია. ყოველთვის ვცდილობ მოვუსმინო და საუკეთესოებისგან ვისწავლო. ვუყურებ, როგორ ვარჯიშობს და ეს ძალიან მეხმარება. მის წინააღმდეგ თამაშისას ხვდები, როგორი უსუსური ხარ, თუმცა ეს უკეთესს მხდის" - აღნიშნა სანდრო მამუკელაშვილმა.
შეგახსენებთ, NBA-ს 2022-2023 წლების სეზონის პირველ შეხვედრაში "მილუოკი ბაქსი" 21 ოქტომბერს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.