ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 124:115 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, ქართველმა კალათბურთელმა თავი 14 ქულით (6/8 თამაშიდან), 15 მოხსნით (8 მეტოქის ფარზე), 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ტაირის ჰალიბარტონმა 24 ქულა, 4 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა მიითვალა.
სტუმრების მხრიდან კეიდ კანინგემმა 22 ქულა, 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, "პეისერსს" 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, შემდეგ შეხვედრას 25 ოქტომბერს, "ფილადელფიასთან" გამართავს.
"დეტროიტ პისტონსაც" ასეთივე შედეგი აქვს, მომდევნო მატჩს კი 26 ოქტომბერს "ატლანტა ჰაუქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.