შერმადინის 19 ქულა და MVP-ის ტიტული კანარულ დერბიში

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, მე-6 ტურის მატჩში, რომელშიც "ლენოვო ტენერიფემ" კანარის კუნძულების დერბიში სტუმრად დამაჯერებელი სხვაობით – 86:70 დაამარცხა "გრან კანარია". მოედანზე მყოფთაგან შერმადინმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე არასრული 24 წუთი გაატარა. გიორგიმ 8-დან 6 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 19 ქულა შეადგინა. ამასთან, შერმადინს 2 მოხსნა და 1 პასიც ჰქონდა. პასივში მან 2 დაკარგვა და 2 ჯარიმა ჩაიწერა. ტენერიფელთა ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა
25 შეადგინა. 22 ქულით გამარჯვებულებს მარსელინიო ჰუერტასიც შეეხიდა.

გიორგი შერმადინის გუნდმა ამ სეზონში მეხუთე გამარჯვება იზეიმა და ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელის გუნდი მე-7 ტურში "ბილბაოს" საკუთარ არენაზე უმასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
მწვრთნელი რათ გვინდა მოთამაშეები არ გვყავს.
მარის
21:10 31-10-2022
1
შერმადინის მწვრთნელი ვიდორეტა მოვიწვიოთ ნაკრებში მწვრთნელად!!
მარი
00:36 31-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული