შერმადინი ნაკრებში "ბილბაოსთან" მოგებული MVP-ის ტიტულით მიემგზავრება

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ჩვეულ, ზემძლავრ ფორმაშია. ზედიზედ მეორედ, ქართველი ცენტრი "ტენერიფეს" მოგებული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ტენერიფელებმა" "ბილბაოს" უმასპინძლეს და შერმადინის წინამძღოლობით იოლად – 73:57 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების წევრმა ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის ინდექსიც ყველაზე უმეტესი ჰქონდა. შესაბამისად, შერმადინს დამსახურებულად გადაეცა MVP-ის ტიტული.

გიორგიმ 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. მან 12-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26 დაუგროვდა. შერმადინის შემდეგ "ტენერიფეში" 11 ქულით დორნკამპი გამოირჩა. 10 ქულა მარსელინიო
უერტასის ანგარიშზეა.

"ლენოვო ტენერიფე" ესპანეთის ჩემპიონატში 6 მოგებით და 1 წაგებით ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 19 ნოემბერს, შინ "ვალენსიასთან" გამართავს. თუმცა, მანამდე გიორგი შერმადინს საქართველოს ნაკრებთან ერთად ისლანდიასა და იტალიასთან მატჩები ელოდება. შერმადინი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რეიკიავიკში 8 ნოემბერს შეუერთდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია და მშვენიერი რომ ასე თამაშობს,მაგრამ დაავიწყდათ საიდან მოვიდნენ და განვითარდნენ.კალათბურთი მიყვარდა ბავშვობიდან მაგრამ არასდროს მითამაშია ...ბოლო 2 წელიწადია ისე შემაძულეს ფედერაციამ და ზ.პ. აკადემიებმა რომ ახლა მეზიზღება.ნაკრებსაც აღარ ვუყურებ.ვინც ვერ გაიგებს ამას ისიც მონაწილეა კლანში მაგათი შვილები გულაობენ და შედეგი ნული.არ მაქვს სიტუაცია და საშუალება თორემ ასაკობრივებში ვინც არ მიყავთ ნაკრებებში და არ აქცევენ ყურადღებას,რომ შევკრიბო 10 და 9 მოუგეს ნაკრებს.
მოქალაქე
08:25 07-11-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული