ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველმა კალათბურთელებმა მორიგი შეხვედრები გამართეს.
"ინდიანა პეისერსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 119:122 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 06:49 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 1 მოხსნა და 1-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
საუკეთესო ბენედიქტ მატურინი გახდა, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ტაირის ჰალიბარტონმა 21 ქულა, 1 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
"ნაგეტსის" მხრიდან ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
აარონ გორდონმა
აქტივში 18 ქულა, 16 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "პეისერსი" 5 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს 13 ნოემბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"დენვერი" 8 მოგებითა და 3 წაგებით დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 12 ნოემბერს კი "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება.
"მილუოკი ბაქსი" ლიდერების გარეშე "ოკლაჰომა სიტი თანდერს" ესტუმრა და 136:132 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 6 წუთი დაჰყო, რა დროშიც ბურთი კალათში ვერ ჩააგდო (0/2), თუმცა 3 მოხსნა მიითვალა.
იანის ანტეტოკუნმპოს, კრის მიდლტონისა და ჯრუ ჰოლიდეის არყოფნაში გუნდს ჯევონ კარტერმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 4 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ბრუკ ლოპესმა თავი 24 ქულით, 13 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, ამდენივე ჩაჭრითა და 5 დაფარებით გამოიჩინა.
მასპინძელთა მხრიდან შაი გილჯეს ალექსანდერმა გუნდს 39 ქულა, 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "ბაქსი" 10 მოგებითა და 1 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს ინარჩუნებს, 12 ნოემბერს კი "სან ანტონიო სპურსს" შეხვდება.
"თანდერი" 4 გამარჯვებითა და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, "ტორონტო რეპტორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
აშკარად უპატრონობა და უთავობაა