ზაფხულიდან უგუნდოდ მყოფი 28 წლის ბექა ბურჯანაძე "რეჯანას" კალათბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
რეჯიო ემილიელებმა ბურჯანაძეს ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაუფორმეს, თუმცა ორი თვის შემდეგ თანამშრომლობის დასრულების უფლება აქვთ. ამ გუნდის ღირსებას ადრე მანუჩარ მარკოიშვილი იცავდა.
6 ტურის შემდეგ "რეჯანა" იტალიის ჩემპიონატზე 2 მოგებით მე-11 ადგილზეა და 19 ნოემბერს "ვერონას" უმასპინძლებს.