20:13 29-11-2022
ლიგა ენდესაში რატის დებიუტს მოუთმენლად და დიდი იმედით ელიან [VIDEO]
AutoSharing Option
ადგილობრივი გამოცემა Laopiniondemurcia.es-ი ქართველს ვრცელ სტატიას უძღვნის და წერს, რომ ანდრონიკაშვილის დებიუტი, შესაძლოა, ლიგა ენდესას მომდევნო ტურში "ბასკონიასთან" შედგეს, რომლის რიგებში ადრე ვარჯიშობდა.
"ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელიც "მურსიამ" ჯორდან დევისის ტრავმის გამო დაიმატა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა, გუნდს ენერგია შემატოს.
"არ იფიქროთ, რომ ისინი მაჯობებენ, რადგან 21 წლის ვარ. ესპანურ ლიგაში თამაში ჩემი დიდი ოცნება იყო და მადლიერი ვარ შესაძლებლობისთვის, რომელიც "ბასკონიამ" მომცა. ახლა ჩემი ოცნება ლიგა ენდესაში დარჩენაა. აქ იმისთვის ვარ, რომ წარმატებას მივაღწიო და გუნდს დავეხმარო" - განაცხადა გამთამაშებელმა.
შეგახსენებთ "მურსიას" ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, თად მაკფადენი იცავს. რატის თქმით, ისინი ახლო მეგობრები არიან:
"თადი ბედნიერი იყო, როდესაც ჩემ შესახებ შეიტყო. მაკფადენი ჩემი დიდი მეგობარია, მასთან ერთად ნაკრებშიც ერთ ოთახში ვცხოვრობ. სასიამოვნოა, რომ კლუბშიც ერთად ვიქნებით".
"მურსია" 9 ტურის შემდეგ 4 მოგებით ლიგა ენდესაში მე-11 ადგილს იკავებს. სიტო ალონსოს გუნდი მომდევნო მატჩს "ბასკონიას" წინააღმდეგ კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წარმატებები
9
0
რატი!პოლიტიკოსებს არ გაეკარო!!
7
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული