დუდას 32 ქულა, 5 პასი და MVP- სანაძის მორიგი გამორჩეული მატჩი კვიპროსში

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოლონს" უმასპინძლა და 79:62 დაამარცხა.

გამარჯვებულთა მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუდა სანაძე გახდა, 30 წლის მოთამაშემ 32 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა, ქართველმა მსროლელმა მეტოქის კალათში 12-დან 6 სამქულიანი მოათავსა.

სანაძე ახალ გუნდში ბრწყინვალედ გამოიყურება, შეგახსენებთ, სადებიუტო მატჩში დუდამ 27 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ამგვარად, "ანორთოსისი" 3 გამარჯვებითა და 4 მარცხით ჩემპიონატში მე-7 ადგილს იკავებს, დუდას გუნდი მომდევნო მატჩს "აპოელის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 10
დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altსანაძის 19 ქულა "ანორთოსისს" მოსაგებად არ ეყო

altდებიუტი როგორც ასეთი - დუდას 27 ქულა და MVP

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სანაძე და ბურჯანაძე თუ მოიხოდენ, მაშინ ნაკრებში არა გვიჭირს
თენგაბი
13:23 05-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული