სანაძის 21 ქულა და "ანორთოსისის" გასვლითი გამარჯვება ლიდერ "აპოელთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის მორიგი გაბრწყინება კვიპროსის ჩემპიონატში. ქართველი ლეგიონერის გუნდი "ანორთოსისი" ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "აპოელს" ესტუმრა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში – 90:89 დაამარცხა. ეს გახლდათ "აპოელის" პირველი მარცხი მიმდინარე ჩემპიონატში.

დუდამ მხოლოდ 23 წამი დაისვენა, მატჩისთვის განკუთვნილი დანარჩენი დრო კი – 44:37 წუთი კი მოედანზე გაატრა. მის ანგარიშზე 21 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. დუდამ პირველ ნახევარში 8 ქულა ჩააგდო და ბოლო მეოთხედში საოცრად ითამაშა. მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულას აგებდა, სანაძემ კი მეორე ტაიმში
12 ქულა დააგროვა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 78:78. "ანორთოსისმა" ოვერტაიმი 1 ქულის სხვაობით მოიგო და აპოელ-ი ამ სეზონში პირველად დამარცხდა. სანაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

სანაძის გუნდმა სეზონში მეოთხე შეხვედრა მოიგო. "ანორთოსისი" ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ახილეასს" დაუპირისპირდება. დუდას კლუბს 12 ქულა აქვს და ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მიხარია დუდას ქულები. დაახლოებით ამდენს რომ დააგროვებდეს სტაბილურად ნაკრების თამაშებში ისიც, შენგელიასთან, შერმადინთან, რატისთან ერთად, ვფიქრობ სერიოზულ ძალად ჩამოვყალიბდებით
თენგაბი
11:16 11-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული