სანაძის 34 ქულა – ქართველმა სნაიპერმა "ანორთოსისს" ოვერტაიმში მოაგებინა

AutoSharing Option
დუდა სანაძის მორიგი სუპერმატჩი კვიპროსში. ეროვნული ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი მსროლელის "ანორთოსისმა" "ახილეასს" უმასპინძლა და მეტოქე ოვერტაიმში – 83:79 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე ოვერტაიმში მოგებული მატჩია "ანორთოსისისთვის" და ახლაც გადამწყვეტი სიტყვა დუდა სანაძემ თქვა.

ოვერტაიმში მასპინძლების მიერ ჩაგდებული 15 ქულიდან 10 სანაძის ანგარიშზე იყო. დუდამ თითქმის შეუცვლელად – 43:39 წუთი ითამაშა და 34 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 7 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა,
2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში ფამაგუსტელებმა მეტოქეზე 5 ქულით მეტი ჩააგდეს, დუდას სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 36-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

სანაძეს კვიპროსის ჩემპიონატში საშუალოდ 26.6 ქულა, 4.8 პასი და 2.0 ჩაჭრა აქვს და ქულების მხრივ მხოლოდ "ეტა ენგომისის" ლეგიონერ მალიკ ქარის (29.8) ჩამორჩება. "ანორთოსისი" მომდევნო მატჩს 21 დეკემბერს სწორედ ლიგის ამერიკელი ბომბარდირის გუნდთან ჩაატარებს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრა ათამაშდა ძალიან ! თუმცა 6 დაკარგვა ძალიან ბევრიაააააააა
zura222
00:36 16-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული