G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდი" "ფორტ ვეინთან" 128:114 დამარცხა.
მიუხედავად წაგებისა სანდრო მამუკელაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 32 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 26 ქულით (11/20), 11 მოხსნით (4 მეტოქის ფარზე), 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, მამუკელაშვილი NBA-ში "მილუოკი ბაქსის" შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა "ირმების" ღრმა შემადგენლობიდან გამომდინარე G ლიგაში იტვირთება, რადგან სულ ფორმასა და მზადყოფნაში იყოს.