ჯინჭარაძე მოედანზე მყოფთაგან ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 35 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა. მისი შედეგიანობით კაჰრაბელთა გამარჯვებას საფრთხე არ დამუქრებია და საბოლოოდ ჯინჭარაძის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ეს გახლ
დათ “ალ კაჰრაბას” მე-6 გამარჯვება მიმდინარე ჩემპიონატში და ამ შედეგით ჯინჭარაძის გუნდი კონკურენტ “ღაზ ალ-შამალს” და “ალ კახს” გაუთანაბრდა. მორიგ ტურში, 23 დეკემბერს, “ალ კაჰრაბა” ერთ-ერთ ლიდერ “ზახოს” უმასპინძლებს.
GBF.GE