ქვემოქართლურ გუნდს პლეი ოფის საგზური მყარად გარანტირებული აქვს. რაც არ უნდა მოხდეს, რუსთაველები რეგულარულ ჩემპიონატს მე-3 ადგილზე დაასრულებენ, ხოლო რაც შეეხება "ბათუმს", ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი აჭარელების უპირველესი საზრუნავი სუპერლიგაში დარჩენაა.
მატჩი რუსთაველების უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი პერიოდი 22:17 მოიგეს, თუმცა ბათუმელებმა დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა ჯერ შეამცირეს, ხოლო მესამე პერიოდში დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ათწუთეული 22:14 მოიგეს და გადამწყვეტ პერიოდს 5-ქულიანი
დასკვნით პერიოდში არაფერი შეცვლილა. პირიქით, ბათუმელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდნენ - 88:71.
აჭარულ გუნდს 20 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 14 ქულა და 15 მოხსნა იგორ კრივცოვის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ჩარლი ლი, ქეისი კასპერბაუერმა კი 16 ქულა მოაგროვა.
სუპერლიგის 25-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი დღეს თბილისში გაიმართება. 14:00 სთ-ზე "კაკტუსი" "სოხუმს" შეხვდება, 16:00 სთ-ზე - "დინამო" "მგზავრებს".
წყარო: superleague.ge