ბურჯანაძის კლუბი ამჯერად "ბრეშას" სტუმრობდა და 77:84 წააგო, ბექამ კი 19 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.
ქართველმა ლეგიონერმა 2-ვე ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
"რეჯო ემილიას" 12 ტურში 2 გამარჯვება შერჩა და 16-გუნდიან სერია
A-ში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო თამაში კი 30 დეკემბერს ელის, შინ, "პეზაროსთან".
GBF.GE