სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამჯერადაც სოლიდური სათამაშო დრო მიეცა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 26 წუთი გაატარა, რაც მასპინძელთა რიგებში მე-3 მაჩვენებელი გახლდათ.
ბურჯანაძის მონაგარი 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი იყო. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო,
"რეჯო ემილია" მომდევნო მატჩს 15 იანვარს სტუმრად "ტრენტოსთან" ჩაატარებს.
GBF