შერმადინის 25 ქულა, MVP-ის ტიტული და სამეფო თასის საგზური "უნიკახასთან" მოგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინმა MVP-ის ტიტულის გემო გაიხსენა. მისმა "ტენერიფემ" მისივე ყოფილი გუნდი "უნიკახა" ისტუმრა და ქართველი ცენტრის წინამძღოლობით, დაძაბულ ბრძოლაში – 91:84 დაამარცხა. გიორგი შერმადინმა მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა და ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

შერმადინმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ არასრულ 30 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ
კი თამაშის წესები 8-ჯერ დაირღვა.

მთლიანობაში, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 36 შეადგინა და აღნიშნული მატჩის საუკეთესო შედეგი ხომ დააფიქსირა, მას ასევე კარგი შანსი აქვს, ტურის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულიც მოიპოვოს.

"ლენოვომ" 11 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, ამასთან, "რეალს", "ბარსელონასა" და "ბასკონიას" მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება. ამ გამარჯვებით "ლენოვომ" ესპანეთის სამეფო თასზე ასპარეზობა გაინაღდა. ეს ნიშნავს, რომ თასამდე დარჩენილ დროში (თებერვლის შუა რიცხვები) "ტენერიფე" არასგზით არ ჩამოსცდება მე-8 ადგილს.

ტენერიფელებმა ესპანეთის სამეფო თასის საგზური გაინაღდეს, მომდევნო მატჩს კი 14 იანვარს სტუმრად, შერმადინის კიდევ ერთ ყოფილ კლუბ "სარაგოსასთან" ჩაატარებენ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ შერმადინს!თავიდან ცოტა სუსტად დაიწყო ჩემპიონატი, მერე გამოასწორა,წინა თამაშში მატჩის MVP გახდა,ახლა ტურის MVP,იმედი მაქვს სხვა ქართველი სპორტსმენებიც მიბაძავენ,თორემ ყველამ ცუდათ დაიწყო ეს წელი!!!
გიორგი
19:08 09-01-2023
0
ყოჩაღ შერმადინს!თავიდან ცოტა სუსტად დაიწყო ჩემპიონატი, მერე გამოასწორა,წინა თამაშში მატჩის MVP გახდა,ახლა ტურის MVP,იმედი მაქვს სხვა ქართველი სპორტსმენებიც მიბაძავენ,თორემ ყველამ ცუდათ დაიწყო ეს წელი!!!
გიორგი
17:41 09-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული