დუდა სანაძე კვიპროსის ჩემპიონატის ხუთ საუკეთესო კალათბურთელს შორისაა

AutoSharing Option
პოპულარულმა კვიპროსულმა საკალათბურთო გამოცემა cyprusbasket-მა სეზონის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესოები გამოავლინა.

უმთავრესად სტატისტიკასა და სარგებლიანობაზე დაყრდნობით, კვიპროსელმა ჟურნალისტებმა ხუთი საუკეთესო კალათბურთელი დაასახელეს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე.

მის შესახებ cyprusbasket-ში ვკითხულობთ:

"ანორთოსისის" ქართველი ლიდერი გუნდის წარმატების გარანტიაა. მან კვიპროსში გადმოსვლის შემდეგ 7 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 22.1 ქულას, 3.9 მოხსნას, 4.3 პასს აგროვებს. სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19.6 აქვს".

შეგახსენებთ, რომ სანაძის "ანორთოსისი" დუდას გადასვლის შემდეგ კიდევ უკეთ ათამაშდა და კვიპროსის ჩემპიონატში საპრიზო სამეულისთვის იბრძვის.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებში სენსორიანი კალათა თუარ დაუყენე ბურთს ვერაგდებს....და მანდ როგორ მოაგროვა ამდენი ქულა....კარგია იქნებ ისწავლოს სროლა:):):)
Kulonga
12:50 12-01-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული