შერმადინის 21 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული სარაგოსაში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში "ლენოვო ტენერიფემ" სტუმრად "სარაგოსა" 87:83 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშის (MVP) პრიზი კი ისევ გიორგი შერმადინმა მოიგო. კუნძულელთა ქართველმა ლეგიონერმა სარგებლიანობის უმაღლესი კოეფიციენტი დააგროვა და როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერი, ოფიციალური ტიტულიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს "ტენერიფეს" მე-300 გამარჯვებაა ესპანეთის ჩემპიონატში მთლიანობაში ჩატარებულ 637 მატჩს შორის.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:45 წუთი გაატარა, რა დროშიც 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ 21 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა, რაც MVP-ს ტიტულის მოსაგებად
საკმარისი აღმოჩნდა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31-ს უწია, რაც არათუ ამ მატჩში, ტურის სხვა შეხვედრებშიც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

"ტენერიფემ" სეზონში მე-12 მატჩი მოიგო და დროებით მე-3 ადგილზე გადავიდა. თუ "ბასკონია" "ბადალონას" ვერ მოუგებს, "ტენერიფე" მესამე ადგილს შეინარჩუნებს. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში აუტსაიდერთა ზონაში მყოფ "ბეტისს" უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს შანსი აქვს, მე-16 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, თუკი ტურის დარჩენილ 5 მატჩში მასზე უკეთეს შედეგს (31 სარგებლიანობის კოეფიციენტი) არავინ დააფიქსირებს. თუ ასე მოხდა, შერმადინი ისტორიაში მე-18-ედ გახდება ტურის საუკეთესო, რითაც ფლიპე რეიეს და ბერნარდ ჰოპკინსს გადაასწრებს და 1-ით მიუახლოვდება ამ საპატიო კატეგორიის ისტორიულ ლიდერებს – ლეგენდარულ არვიდას საბონისს და ლუ როუს. თითოეულს ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი 19-ჯერ აქვს მოგებული.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
შერმადინი კი და გვახარია, მაგრამ ასე ოჯახიანად რომ წერთ შერმადინზე...თუ გაქვთ გამბედაობა დაწერეთ შედეგები 16 წლამდელთა ნაკრების. აბსოლიტური კრახი.5 თამაშიდან 1 მოგება და 4 წაგება აქიდან 2 წაგება 30 პლიუს ქულით....ამ თაობის პრობლემების შესახებ ისაუბრედ ჯობია ვიდრე შენგელიაზე და სხვებზე.....
მოქალაქე
21:58 15-01-2023
0
მაგარი ხარ გიო
ირაკლი
20:57 15-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული