ბურჯანაძის 14 ქულა და "რეჯიო ემილიას" გასვლითი გამარჯვება "ტრენტოსთან"

AutoSharing Option
16-გუნდიან იტალიის სერია A-ში მე-15 ტური ჩატარდა, ანუ პირველი წრე დასრულდა. ბექა ბურჯანაძის “რეჯიო ემილიას” რაც გასულ მატჩებში წაგებები ჰქონდა, მთელი ჯავრი “ტრენტოზე”, გასვლით მატჩში იყარა. ქართველმა ფორვარდმაც დიდებულად ითამაშა და ემილიელებმა მეტოქე 84:68 დაამარცხეს.

ბურჯანაძემ მოედანზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბექას "რეჯინაში" მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა აჯობა. ლიეტუველმა ოსვალდას ოსილევიჩიუსმა 24 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

"რეჯინამ" სეზონში მეოთხე
მატჩი მოიგო და პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა. ბექას გუნდი ამჟამად ბოლო ადგილზეა და მეორე წრეს ჩემპიონატის ლიდერ "მილანოსთან" მატჩით გახსნის.

GBF

altბექა ბურჯანაძე კვლავ სასტარტოში გამოჩნდა და "ბრეშას" 8 ქულა ჩაუგდო

altბექა ბურჯანაძე: დავლაგდით და ერთხელ მოგებული მატჩი მეორედ მოვიგეთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული