შერმადინის "ტენერიფე" საკონტინენტთაშორისო თასის ფინალშია და "სან პაულუს" შეხვდება

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი "ტენერიფესთან" ერთად საკონტინენტთაშორისო თასზე ასპარეზობს. შეჯიბრებისთვის გუნდები კანარის კუნძულებზე ჩავიდნენ. პირველ ნახევარფინალში "სან პაულუმ" "რიო გრანდე" 90:71 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მეორე ნახევარფინალში კი შერმადინის "ტენერიფე" აფრიკის ჩემპიონ ტუნისის "მონასტირს" შეხვდა და დიდი სხვაობით, 112:42 სძლია.

მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გიორგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, თუმცა რადგან თავიდანვე მოიპოვა დიდი უპირატესობა, მხოლოდ 11 წუთი ათამაშა. შერმადინმა ამ დროში თავისი საქმე მაინც გააკეთა: 10 ქულა, 3 მოხსნა. მატჩის ბომბარდირი 20 ქულით ლიეტუველი თანაგუნდელი ტიმ აბრამაიტისი გახდა.

ფინალში "ტენერიფე" "სან
პაულუს" შეხვდება. მატჩი 12 თებერვალს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერში ლიდერები უნდა ვიყოთ!
ლაშა
20:16 12-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული