დუდა სანაძე მამა გახდა და მეორე დღეს 30-ქულიანი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
დუდა სანაძემ დღეს კვიპროსის ჩემპიონატში სუპერმატჩი ჩაატარა. ის მშვენიერ ხასიათზე იყო და საკუთარ თავს დიდებული საჩუქარი გაუკეთა. დუდა წინა დღეს, 15 თებერვალს, მამა გახდა. მას თბილისში ვაჟი, გიორგი შეეძინა. სანაძემ თავის გუნდს გაამარჯვებინა და ხვალ თბილისში, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოვა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ნაკრების წევრს შვილის შეძენას.

სანაძის "ანორთოსისი" მორიგ მატჩში ნიქოზიის "ახილეასს" ესტუმრა და 103:80 იმარჯვა, ქართველმა ლეგიონერმა კი 30 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდა სასტარტო ხუთეულში იყო და 35:52 წუთში 12-დან 6
ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში "ანორთოსისმა" მეტოქეზე 19 ქულით მეტი ჩააგდო და ეს მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა (გუნდში მე-2 შედეგი).

დუდას კლუბმა 8 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი უკვე 11 მარტს ერთ-ერთ აუტსაიდერ "პარალიმნისთან" ჩაატარებს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ დუდას! ღმერთმა ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული უმყოფოს ვაჟკაცი!
llcl
08:28 17-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული