მამუკელაშვილმა G ლიგის ვარსკვლავების მატჩში ითამაშა - სანდროს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის უქმეებზე G ლიგის გამორჩეული კალათბურთელების მატჩი გაიმართა, სადაც ლუკა გარზას გუნდი სკუტ ჰენდერსონის გუნდს დაუპირისპირდა და 178:162 იმარჯვა.

"მილუოკი ბაქსის" მძიმე ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა სწორედ გარზას გუნდში ითამაშა და იგი გახდა პირველი ქართველი ისტორიაში, რომელმაც NBA-ს G ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სანდრომ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი 8 ქულით, 12 მოხსნით, 5 პასითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 41 მოგებითა და 17 წაგებით მე-2 ადგილს იკავებს. ბუდენჰოლცერის
გუნდი მომდევნო მატჩს 25 თებერვალს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

altმამუკელაშვილის 2 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება 21 წუთში - "მილუოკიმ" "ჩიკაგო" დაამარცხა [VIDEO]

altმამუკელაშვილი "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე - ისტორიული დღე ქართული კალათბურთისთვის

altმამუკელაშვილის 6 ქულა 13 წუთში და "მილუოკის" გასვლითი გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული