"მილუოკი ბაქსმა" მამუკელაშვილს კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
"მილუოკი ბაქსი" საიტით საქართველოს ნაკრების 23 წლის კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტას იტყობინება.

მამუკელაშვილი "მილუოკის" ღირსებას 2021 წლიდან იცავდა, მაგრამ თამაში ხშირად არ უწევდა, თავისუფალი აგენტი გახდა და ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს სანდრო კარიერას.

ვისკონსინურ კლუბში ქართველს, ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, სეზონში NBA-ში მაქსიმუმ 50 მატჩში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, დარჩენილი შეხვედრები კი G ლიგის "ვისკონსინ ჰერდში" უნდა ჩაეტარებინა.

ორი სეზონის განმავლობაში მამუკელაშვილმა NBA-ში 65 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 9.6 წუთს თამაშობდა, 3.2 ქულას და 2.1 მოხსნას აკეთებდა.

შეგახსენებთ,
9 თებერვალს "ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გაუშვა და 5 დღის შემდეგ ის "ორლანდო მეჯიქში" გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
დროულად წადი ევროპაში! ნაკრებსაც დაეხმარები და მუდმივი თამაშები გექნება
ევროპაში წადი
10:52 02-03-2023
3
ჯერ ერთი თუ უშვებ, შედი მდგომარეობაში და ერთი კვირით ადრე გაუშვი. საქართველო რომ ვერ გასულიყო ისლანდიასთან,მთელ ქვეყანას უნდა დაეფარებინა თავზე მილუოკისთვის ტვიტერზე ამ ინფოს შემდეგ. ძაან კარგად იცოდნენ რამდენს ნიშნავდა ეგ თამაში მამუსთვის,თამაშის წინ იანისის და მილდტონის მიმართვების შემდეგ. მეორეც ერთი , ყელში არ ამოუვიდათ მარამწვანე პერსპექტიულის სტატუსი ან მამუს ან ბითაძეს? რაც შეიძლება მალე ფულის კეთება თუ აქვთ მთავარ მიზნად მაშინ ,გასაგებია, მარა თუ ზრდა განვითარება უნდათ,რანაირად ეგუებიან მთელი სეზონები,სამათხოვროდ მოცემულ წუთებს ( იმასაც ძირითადად მაშინ აძლევდნენ როცა თამაშების ბედი გადაწყვეტილი იყო) პლიუს გაუთავებლად ლაქლაქი თუ როგორი პერპექტიულები არიან გუნდისთვის და უცებ ასე უცერემონიოდ გაშვება გუნდებიდან. წადით რა მიბაძეთ შენგელიას სანამ ასაკი გაქვთ ! ბითაძე სამათხოვრო წუთების მეორე წრეზეა დამდგარი !
დავითი
13:19 02-03-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული