"მანუს" "მამუ" შეცვლის" - რას წერენ "სან ანტონიოს" გულშემატკივრები სანდროზე

AutoSharing Option
როგორც გაცნობეთ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას "სან ანტონიო სპურსში" გააგრძელებს, ტეხასელებმა სანდრო აიზეა რობის ნაცვლად დაიმატეს.

როგორც ჩანს, "სან ანტონიოს" გულშემატკივრები მამუკელაშვილის თამაშს მოუთმენლად ელოდებიან, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"ამ ბიჭის სათამაშო სტილი ძალიან მომწონს, არ მჯერა, რომ "ბაქსმა" გაუშვა".

"ბოლო თამაშებში შესანიშნავად გამოიყურებოდა, კარგი დანამატია".

"ადრე მანუ გვყავდა (ემანუელ ჯინობილი), ახლა კი მამუ გვყავს".

"სან ანტონიო" ევროპელ კალათბურთელებს ყოველთვის იზიდავდა, იმედია სანდროც გაამართლებს"

"მამუ! ახლა "სპურსს" ვუქომაგებ" - წერენ "სან ანტონიოს" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის
გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე სეზონში ცუდად გამოიყურება, "სპურსი" 16 მოგებითა და 47 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილს იკავებს, ტეხასელები რეგულარულის მორიგ მატჩს 5 მარტს "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავენ.

altუკეთესი კონტრაქტით - მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა

altსანდრო მამუკელაშვილის მორიგი აღიარება

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგ ადგილზე ხარ მამუ და აბა შენ იცი, მარა შანსი უნდა მოქცენ რა, ეგერ გოგას ათამაშენ, პირველი თამაშისთვის მცირე დროში სულაც არ იყო ურიგო, მარა რად გინდა მერე საერთოდ არ გააკარეს მოედანს, ასე ვერავინ ვერაფერს დაამტკიცებს.
ტტტ
14:16 04-03-2023
1
მამუ მართლა მაგარ მწვრთნელთან მოხვდი და თუ დაუჯერებ მანდ მანუ ჯინობილე შეცვალე და აქ ზაზა მიდი არ გაჩერდე
goga
15:16 04-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული