სანდრო მამუკელაშვილმა სტუმართა რიგებში პარკეტზე 17 წუთზე მეტი გაატარა, რა დროშიც "მამუმ" 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 23 წლის კალათბურთელმა 3 ცდიდან 1 სამქულიანი გამოიყენა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ჰიუსტონის" მსროლელი ჯეილენ გრინი გახდა, რომელმაც 31 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, "სან ანტონიო" 16 გამარჯვებითა და 49 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მორიგ მატჩს 11 მარტს "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ჰიუსტონი" 15 მოგებითა და 49 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა, "როკეტსი" 8 მარტს "ბრუკლინ ნეთსს" შეხვდება.
მამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]
"მანუს" "მამუ" შეცვლის" - რას წერენ "სან ანტონიოს" გულშემატკივრები სანდროზე
უკეთესი კონტრაქტით - მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა
https://twitter.com/BasketNews_com/status/1632681179265527808