მამუკელაშვილის 17 წუთი და 6 ქულა - "სან ანტონიო" "ჰიუსტონთან" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჰიუსტონ როკეტსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 142:110 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა სტუმართა რიგებში პარკეტზე 17 წუთზე მეტი გაატარა, რა დროშიც "მამუმ" 6 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. 23 წლის კალათბურთელმა 3 ცდიდან 1 სამქულიანი გამოიყენა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ჰიუსტონის" მსროლელი ჯეილენ გრინი გახდა, რომელმაც 31 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 16 გამარჯვებითა და 49 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მორიგ მატჩს
11 მარტს "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჰიუსტონი" 15 მოგებითა და 49 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზეა, "როკეტსი" 8 მარტს "ბრუკლინ ნეთსს" შეხვდება.

altმამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]

alt"მანუს" "მამუ" შეცვლის" - რას წერენ "სან ანტონიოს" გულშემატკივრები სანდროზე

altუკეთესი კონტრაქტით - მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლე ვიდეო. უყურეთ ბოლომდე.
https://twitter.com/BasketNews_com/status/1632681179265527808
ქ. გ.
15:22 06-03-2023
0
დაიწყო ისევ ჩვენი ტანჯვა.
xuta
21:12 06-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული