გოგა ბითაძის 12 ქულა და 8 მოხსნა "მილუოკისთან" მატჩში

AutoSharing Option
გოგა ბითაძეს ორლანდოში სათამაშოდ საკმარისი დრო დაუთმეს და ქართველმა ცენტრმაც ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ფლორიდულმა გუნდმა კონფერენციის ლიდერს, სანდრო მამუკელაშვილის ყოფილ კლუბ "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 123:134 დამარცხდა. ბითაძემ მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და "ორლანდოს" ძირითად მეფარეს, მორიც ვაგნერს ცვლიდა. საბოლოოდ ვაგნერმა ბითაძეზე 1 წუთით მეტი ითამაშა და 18 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გოგამ მოედანზე ყოფნის პერიოდში 8-ჯერ
შეუტია საშუალო დისტანციიდან და 6 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ორლანდოელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო მეორე ვაგნერი, სახელად ფრანცი, ხოლო იტალიური პასპორტის ამღებმა ამერიკელმა პაოლო ბანჩერომ, რომელიც გასულ დრაფტზე ორლანდოელებმა პირველ ნომრად აირჩიეს, თავი 20 ქულას და 4 პასს მოუყარა.

"ორლანდოს" 27 მოგების წილ 39 მარცხი აქვს და პლეი-ინში გასასვლელად იბრძვის. მორიგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 10 მარტს შინ, "იუტა ჯაზთან" გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ, ეგრე და კიდევ უკეთ გააგრძელე.
გიორგი
12:38 08-03-2023
0
თუ დროს მიცემენ და ნდობა ეგნება, გოგა იტყვის თავის სიტყვას.
ტტტ
22:18 08-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული