12 წუთში 11 ქულა - მამუკელაშვილის "სან ანტონიომ" "დენვერი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "დენვერ ნაგეთსს" უმასპინძლა და მეტოქე 128:120 დაამარცხა. ტეხასელთა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. 23 წლის კალათბურთელმა 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა.

"სან ანტონიოდან" საუკეთესო კელდონ ჯონსონი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

"დენვერის" რიგებიდან ნიკოლა იოკიჩმა 37 ქულა, 11 მოხსნა, 11 ასისტი და 3 ჩაჭრა შეასრულა, თუმცა სერბის სამმაგი დუბლი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამრიგად, "სპურსი"
17 მოგებითა და 49 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს, გრეგ პოპოვიჩის გუნდი მორიგ დაპირისპირებას 13 მარტს "ოკლაჰომას" წინააღმდეგ გამართავს.

"ნაგეთსი" 46 გამარჯვებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა, მაიკლ მელოუნის გუნდი 12 მარტს "ბრუკლინ ნეთსს" შეხვდება.

altმამუკელაშვილის 17 წუთი და 6 ქულა - "სან ანტონიო" "ჰიუსტონთან" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

altუკეთესი კონტრაქტით - მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსში" გადავიდა

altმამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
პოპოვიჩმა მამუკელაშვილი საიდუმლო იარაღად გამოიყენა
ბოლო მეოთხედი ათამაშა სრულად და მამუმ გადაწყვიტა მატჩის ბედი
თენგო
11:00 11-03-2023
0
ბრავო სანდროს უმაგრესი შედეგია დასაწყისისთვის
ლევანია
11:26 11-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული