სანდროს 17 წუთი და 6 ქულა - "სპურსი" "თანდერთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "ოკლაჰომა სითი თანდერს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 102:90 დასრულდა.

სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 6 ქულით (1/6 თამაშიდან, 4/6 საჯარიმოს ხაზიდან), 7 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

ტეხასელთა მხრიდან საუკეთესო ზაკ კოლინსი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ოკლაჰომას" შემადგენლობიდან ჯეილინ უილიამსმა 21 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "სპურსი" 14 მოგებითა და 50 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას
15 მარტს, "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.

"თანდერი" 33 გამარჯვებითა და 35 მარცხით იმავე დასავლეთში მე-11 პოზიციაზეა, მომდევნო მატჩს კი 15 მარტს, "ბრუკლინ ნეტსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
17 წუთს რომ ენდობიან მინიმუმ 10 ქულა მაინც უნდა გამოიმუშაოს თუ ცოტა მეტი დრო უნდა რომ მისცენ.Aრასტაბილურობა არის ყველაზე დიდი პრობლემა.
simartle
19:45 13-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული